*ფინანსური შედეგები ინდივიდუალურია და შეიძლება განსხვავდებოდეს
ლუდი ძალიან პოპულარულ და ბევრისთვის საყვარელ სუსტ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენს, ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ საკუთარი ბიზნესის ორგანიზება, ლუდის მაღაზია მომგებიანი ვარიანტი იქნება. როგორც ნებისმიერი ტიპის საქმიანობის წარმართვისას, ლუდის ბიზნესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ხაფანგები. სანამ მის გახსნას გადაწყვეტთ, უნდა აწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩვენ გთავაზობთ შეიძინოთ უფლება უკვე მზა ბიზნეს-მოდელზე, რომელიც უკვე წარმატებით მოქმედებს საქართველოში. ამას ეწოდება ფრენჩაიზი.
თუ თქვენ გაეცნობით სამუშაოების თავისებურებებს და გადაწყვეტთ გახსნათ ლუდის მაღაზია, მაშინ ფრენჩაიზი ZGVA LUDI თქვენთვის იდეალური ვარიანტია. ჩვენ არა მხოლოდ ბრენდის თავისებურებების წვრილმანებზე გვაქვს ნაფიქრი: ასორტიმენტი, უნიფორმა, ბონუს პროგრამა და ა.შ., არამედ ჩვენ წარმოვადგენთ ლუდსახარშის აღჭურვილობის ოფიციალურ წარმომადგენლებს და ამიტომ შევძლებთ თქვენი ობიექტების ხარისხიანი ლუდის სისტემებით უზრუნველყოფას. ჩვენ გვაქვს საკუთარი ლუდსახარში, ხოლო მისი ლუდის საუკეთესო ჯიშები უკვე იყიდება საქართველოს ასობით მაღაზიაში.
ჩადებული ინვესტიციების უკუგება მე-7 თვიდან
აღრიცხვისა და მართვის ავტომატიზირებული სისტემა
საკუთარი წარმოების მაღალი მარჟის მქონე საქონელი
თქვენი პერსონალის მომზადება
დახმარება ფართის შერჩევაში
დავიწყოთ პლიუსებით:
- მცირე საწყისი კაპიტალი. წესისამებრ, 1 სავაჭრო წერტილის გახსნას სჭირდება 10 ათასი პირობითი ერთეული;
- სწრაფი ანაზღაურება. თუ თქვენ სრულად დაიცავთ ჩვენს ბიზნეს გეგმას, ჩამოსასხმელი ლუდი ანაზღაურდება 4-5 თვეში;
- მაღალი მოთხოვნა საქონელზე. თუ ადრე ქაფიანი სასმელის მომხმარებლებს ძირითადად 20-დან 50 წლამდე მამაკაცები წარმოადგენდნენ, ახლა ეს პროდუქტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ამავე ასაკობრივი კატეგორიის ქალებს შორის;
- გაფართოების შესაძლებლობა. ხარისხიანი საქონელი და კარგი მომსახურება სწრაფად გახდის თქვენს ლუდის წერტილს პოპულარულს, რაც შესაძლებელს გახდის თქვენი ბიზნესის სწრაფად მასშტაბირებას, ახალი მაღაზიების გახსნით ქალაქის სხვა რაიონებში ან თუნდაც სხვა ქალაქებში
ბიზნესის
უპირატესობები და ნაკლოვანებები
უარყოფით მომენტად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ჩამოსასხმელი ლუდის ბიზნესი სეზონურია და წლის ცივ სეზონზე მოგება მნიშვნელოვნად იკლებს, ვიდრე ზაფხულში. სეზონურობის შედეგების გასანეიტრალებლად, თქვენი მაღაზია უნდა გახსნათ აპრილის თვეში.
ინვესტიციების შემცირება.
საკუთარი ბიზნესის დამოუკიდებლად ორგანიზებისას, არსებობს უფრო მეტი იმის ალბათობა, რომ ინვესტიციების ჩადებისას ვერ მოხერხდეს სწორი გათვლა.
ანაზღაურების სიჩქარე.
იმის გამო, რომ თქვენ იღებთ ლუდის მაღაზიის განვითარების მზა ბიზნეს გეგმას, თქვენ მნიშვნელოვნად ამცირებთ დროს მის ასამუშავებლად.
რისკების შემცირება.
ფრენჩაიზით გახსნილი მაღაზიების გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დამოუკიდებლად გახსნილი მაღაზიების, განვითარების სწორი მოქმედებების და ბრენდის ცნობადობის წყალობით.
ჩამოსასხმელი ლუდის პატარა მაღაზიის ნულიდან მოსაწყობად, თქვენ არ გჭირდებათ დიდი ცოდნა-გამოცდილება, საკმარისია მიჰყვეთ იმ გაკვალულ გზას, რომელსაც მისდევდა მრავალი მეწარმე, რომლებმაც დაიწყეს პატარა ლუდის ჯიხურებიდან, ხოლო ახლა ლუდის მაღაზიების, ბარების და პაბების ქსელი აქვთ. მოქმედებების თანმიმდევრობა შემდეგი იქნება
ირჩევთ ფართს.
ის შეიძლება იყოს საკუთარი ან იჯარით აღებული ფართი. იმისათვის, რომ ბიზნესმა უფრო სწრაფად გამოიღოს შედეგი, თქვენ უნდა შეარჩიოთ ფართი დიდი რაოდენობით ძველი სახლების და ახალი შენობების მქონე საცხოვრებელ ადგილებში.
რეგისტრირდებით როგორც კერძო მეწარმე ან შპს.
ეს უნდა გაკეთდეს იქამდე, სანამ თქვენ აირჩევთ მომავალი მაღაზიის ადგილს, რადგან საიჯარო ხელშეკრულების ხელმოსაწერად უკვე უნდა არსებობდეს ბიზნესის ოფიციალური დოკუმენტები.
აკეთებთ ფართში რემონტს,
ახდენთ თანამედროვე ცნობადი დიზაინის შემუშავებას, იძენთ ავეჯს და აღჭურვილობას. მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებთ მკაცრად, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ნორმების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება საცალო სასურსათო მაღაზიებს.
დებთ ყველა საჭირო ხელშეკრულებას იჯარაზე,
ნაგვის გატანაზე, აფორმებთ ლუდის გაყიდვის ლიცენზიას.
არჩევთ ასორტიმენტს,
ეძებთ ლუდის და მასთან მისაყოლებელი პროდუქციის მომწოდებლებს. ჯიშების რეკომენდებული თანაფარდობა: 50% - იაფფასიანი, 25% - საშუალო ფასის სეგმენტი, 25% - პრემიუმ ჯიშები.
ეძებთ თანამშრომლებს.
იმისათვის, რომ წერტილმა შეუფერხებლად იმუშაოს, გჭირდებათ 2 გამყიდველი, რომლებიც იმოქმედებენ სანიტარული წიგნაკებით.
აუცილებელია გაკეთდეს მკვეთრი, მანათობელი აბრა და მაღაზიის გახსნამდე უნდა ჩატარდეს სარეკლამო კამპანია, რათა აცნობოთ რაიონის მოსახლეობას ახალი ლუდის წერტილის შესახებ.
წარმატებული ლუდის
ბიზნესის
საიდუმლოებები
ლუდის მაღაზიის გახსნამდე უნდა ჩამოყალიბდეთ მის ფორმატთან დაკავშირებით. ეს კი დიდწილად დამოკიდებულია იმ რაიონის მაცხოვრებლებზე, სადაც გაიხსნება სავაჭრო წერტილი. ეს შეიძლება იყოს ბოთლ-შოპი, აქცენტით ბოთლის ლუდზე, ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია, სადაც სასმელი ისხმება ონკანების მეშვეობით პლასტმასის ბოთლებში ან ლუდის ბოკალებში, და ასევე უნივერსალური წერტილები, სადაც შესაძლებელია, როგორც ლუდის ბოთლით შეძენა ასევე ჭიქით და ბოკალით.
შეთავაზება რაოდენობრივად შეზღუდულია
შიდა კონკურენციის შეზღუდვის პოლიტიკის გამო, საქართველოში მხოლოდ 50 მაღაზია გაიხსნება. რომელთაგან 10-ს ჩვენი კომპანია დამოუკიდებლად გახსნის.